საფრანგეთში ნოტრ-დამი შესაძლოა მზის ენერგიის პანელებით გადაიხუროს. ამის შესახებ Independet-ი წერს.
იმ შემთხვევაში თუ პროექტი დამტკიცდა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სახურავი ელეოქტროენერგიით ახლოს მდგომ შენობებსაც მოამარაგებს.
„სახურავის ქვეშ მოწყობილ ბაღში მოწეულ ხილსა და ბოსტნეულს კი ქალაქის ღარიბ მოსახლეობას და უსახლკაროებს გაუნაწილებენ“, - აღნიშნულია საპროექტო წინადადებაში
15 აპრილს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლს დაახლოებით 14 საათის განმავლობაში აქრობდნენ. ხანძრიდან რამდენიმე საათში მსხვილმა ბიზნესმენებმა პირობა დადეს, რომ ტაძრის აღსადგენად თანხას გამოყოფდნენ.