ნორვეგიის ახლად დანიშნული ჯანდაცვის მინისტრი სილვი ლისტოგი მიიჩნევს, რომ საზოგადოებისგან მწეველთა გარიყვა მიუღებელია.
მისი თქმით, „ადამიანებს იმის უფლება უნდა ჰქონდეთ, რომ დალიონ, მოწიონ და მიირთვან, რამდენიც უნდათ“.
„არ ვაპირებ მორალისტური პოლიტიკის გატარებას. არ ვაპირებ ვასწავლო ადამიანებს, როგორ უნდა იცხოვრონ, თუმცა არჩევანის გაკეთებისას, უნდა დავეხმარო მათ, სათანადოდ იყვნენ ინფორმირებულები.
ადამიანებს უნდა ჰქონდეთ უფლება, იმდენი მოწიონ, დალიონ და ჭამონ, რამდენიც სურთ. მთავრობამ შესაძლოა, რეკომენდაციები გასცეს, მაგრამ საზოგადოებამ უკეთ იცის, რა არის კარგი და რა არის მავნებელი“, - უთხრა მან ინტერვიუში ნორვეგიის სამაუწყებლო კომპანიას.
„ვფიქრობ, ბევრი მწეველი თავს გარიყულად გრძობს, რაც სისულელეა. თუმცა მოწევა კარგი არ არის, რადგან ის ადამიანისთვის მავნეა. მოზარდებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, როგორ მოიქცნენ“, - აღნიშნა მინისტრმა.