მედია: აშშ პალესტინის ახალი სახელმწიფოს დაფუძნებას გეგმავს

მედია: აშშ პალესტინის ახალი სახელმწიფოს დაფუძნებას გეგმავს

ამერიკის შეერთებულ შტატებს გეგმაში პალესტინის ახალი სახელმწიფოს დაფუძნება აქვს, - ამ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Daily Sabah-ი ავრცელებს.

სააგენტოს ისრაელის გამოცემა „ჰაიომის“ მონაცემებს ეყრდნობა და წერს, რომ პალესტინასთან დაკავშირებული გეგმის პუნქტების გასაჯაროებას ვაშინგტონი ივნისში გეგმავს.

„საუკუნის შეთანხმებას“ ხელი ისრაელმა, პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციამ და „ჰამასმა“ უნდა მოაწერონ. ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, პალესტინის სახელმწიფო, სახელწოდებით „ახალი პალესტინა“ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროსა და ღაზის სექტორში დაფუძნდება.

ამერიკის გეგმის მიხედვით, სახელმწიფოს შემადგენლობაში დასავლეთ ნაპირზე არსებული ებრაული დასახლებები არ იქნება. მედიაში გავრცელებული ეს ინფორმაცია ოფიციალურად არც ერთ მხარეს არ დაუდასტურებია.