ჩრდილოეთ კორეამ გაურკვეველი მოდელის რაკეტა გაუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთკორეული სააგენტო Yonhap-ი ავრცელებს. გაშვება ადგილობრივი დროით 16:30 საათზე მოხდა.
5 მაისს ჩრდილოეთ კორეამ ოპერატიული ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი გამოსცადა, რომელთა გაშვების პროცესსაც კიმ ჩენ ინი აკვირდებოდა
მომხდარს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თწიტტერ-ზე გამოეხმაურა. მან იმედი გამოთქვა, რომ კიმ ჩენ ინი პირობას შეასრულებს და წარსულ ქმედებებზე უარს იტყვის.
ვიეტნამის სამიტის შემდეგ ფხენიანმა რაკეტა პირველად მას შემდეგ გაუშვა, რაც შეერთებულ შტატებთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.