კატალონიის ყოფილმა ლიდერმა ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლება მოიპოვა

კატალონიის ყოფილმა ლიდერმა ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლება მოიპოვა

კატალონიის რეგიონული ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა კარლეს პუჩდემონმა და ადმინისტრაციის ორმა ექს წევრმა კლარა პონსატიმ და ანტონი კომინმა ევროპარლამენტში 26 მაისს დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს.

Deutshe Welle-ს ცნობით, მადრიდის ადმინისტრაციული დავების სასამართლომ სამივე პოლიტიკოსის სარჩელი დააკმაყოფილა.

ესპანეთის ხელისუფლებამ 2017 წლის ნოემბერში კატალონიის ადმინისტრაცია დაითხოვა და რეგიონულ პარლამენტს უფლებამოსილება შეუწყვიტა. ამის მიზეზი კატალონიის დამოუკიდებლობისთვის ჩატარებული რეფერენდუმი გახდა.

სისხლის სამართლის დევნა 25 პირის მიმართ დაიწყო. კატალონიის ლიდერმა, კარლეს პუჩდემონმა და მისმა ოთხმა მომხრემ ბელგიაში გაქცევა მოახერხა. 25 მარტს ის გერმანიაში დააკავეს, მოგვიანებით კი, გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლეს.