უკრაინაში აშშ-ის ელჩი მარი იოვანოვიჩი მაისის ბოლოს დიპლომატიურ მისიას დაასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას ZN.ua ამერიკულ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მოულოდნელად იოვანოვიჩი ვაშინგტონში გამოიძახეს. ის უკრაინაში 11 მაისს ჩავა, თუმცა მალევე, 20 მაისს მოუწევს აშშ-ში დაბრუნება.
მარტში უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ აშშ-ის ელჩი მარი იოვანოვიჩი უწყების საქმიანობაში ჩარევაში დაადანაშაულა. The Hill-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, ლუცენკომ განაცხადა, რომ მათი პირველი შეხვედრის დროს, იოვანოვიჩმა მას გადასცა პირთა სია, რომელთა წინააღმდეგაც სისხლის სამართლებრივი დევნა არ უნდა დაწყებულიყო. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამ ბრალდებას მოგონილი უწოდა.
უცნობია ვინ შეასრულებს ელჩის მოვალეობას, სანამ აშშ ახალ ელჩს დანიშნავს.