უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, რომელიც გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იყო დაბარებული, უწყებაში არ მივიდა. ამის შესახებ ინფორმაციას გენპროკურატურაზე დაყრდნობით რუსული მედია ავრცელებს.
დაკითხვა ადგილობრივი დროით 10:00 საათზე უნდა დაწყებულიყო. "სამწუხაროდ, როგორც თქვენ ხედავთ, მოწმე დაკითხვაზე არ მოვიდა. გამომძიებელს არავინ დაკავშირებია და არც გამოუცხადებლობის მიზეზი და არც თხოვნა გამოკითხვის გადადების შესახებ, არავის მოუთხოვია", - განაცხადა გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
არსებული ინფორმაციით, პოროშენკოს დაკითხვა პროკურატურას ევრომაიდანზე მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით სურს. ის ამ თემაზე უკვე მეორედ იყო დაბარებული უწყებაში.