თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, სტამბოლის მერის არჩევნებზე „ორგანიზებული დანაშაული და სერიოზული კორუფცია“ მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
ერდოღანი 31 მარტის არჩევნების მეორედ ჩატარების მომხრე იყო, რომელმაც ოპოზიციას მცირეხნიანი გამარჯვება მიუტანა.
ევროკავშირი თურქეთისგან სტამბოლის მერის არჩევნების შედეგების გაუქმებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე ახსნა-განმარტებებს მოითხოვს.
თურქეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქალაქ სტამბოლის მერის არჩევნების შედეგები გააუქმა. იქ არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა ეკრემ იმამოღლუმ გაიმარჯვა, რომელმაც ეს პოსტი 17 აპრილს ოფიციალურად დაიკავა.
6 მაისს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ საჩივარი განიხილეს, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ 40 000 ადამიანს ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდა.
სტამბოლში განმეორებითი არჩევნები 23 ივნისს დაინიშნა. ადგილობრივი არჩევნები თურქეთში 31 მარტს ჩატარდა. ქვეყნის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტიამ არჩევნებში გაიმარჯვა, თუმცა მარცხი განიცადა მსხვილ ქალაქებში, მათ შორის ანკარაში და სტამბოლში