რუსეთში ქიმიურ ქარხანაში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

რუსეთში ქიმიურ ქარხანაში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, პერმის მხარეში მდებარე ქიმიურ ქარხანაში აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც.

რუსული მედიის ინფორმაციით, აფეთქება აზოტის მწარმოებელ ქარხანაში დილის საათებში მოხდა. საწარმო კომპანია „ურალხიმის“ ფილიალია.

მომხდარზე სხვა დეტალები ჯერ უცნობია.