უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პაველ კლიმკინი პოსტს ტოვებს. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პირველმა დიპლომატმა თავად გააკეთა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
"მე არავინ მათავისუფლებს. თუმცა, ჩემი აზრით, უმჯობესი იქნება ახალი პრეზიდენტის პირობებში თანამდებობა დავტოვო,"- ამბობს კლიმკინი.გადაწყვეტილების მიღებამდე კლიმკინი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
უკრაინის ცესკომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები საბოლოო შედეგები 30 აპრილს გამოაცხადა. 21 აპრილის არჩევნებში ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაიმარჯვა, რომელმაც ხმათა 73,22%, მისმა მეტოქემ პეტრო პოროშენკომ კი ხმათა 24,45% მიიღო.