საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ვერ გაემგზავრება ნიუ-იორკში, სადაც 16 სექტემბერს გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაა დაგეგმილი.
პრეზიდენტის ვიზიტი უსახსრობის გამო გადაიდო. ამის შესახებ პრეზიდენტის პრეს-მდივნის მოადგილემ ბონდო მძინარაშვილმა განაცხადა.
ასამბლეის სხდომაზე ე. შევარდნაძე აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების გაჭიანურებასთან და სამშვიდობო პროცესის გააქტიურებასთან დაკავშირებით სპეციალური მოხსენების გაკეთებას გეგმავდა.
წინასწარი მონაცემებით, ნიუ-იორკში საქართველოს წარმოადგენენ საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი და გაერო-ში საქართველოს ელჩი რევაზ ადამია.