ამსტერდამის სამოქალაქო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქალაქში ბენზინზე და დიზელზე მომუშავე მანქანების მოძრაობა 2030 წლიდან მთლიანად აიკრძალება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
აკრძალვა ეტაპობრივი იქნება: 2020 წლისთვის, ქალაქში დიზელზე მომუშავე ავტომობილის ტარება აიკრძალება, რომელიც უკვე 15-ზე მეტი წლისაა. 2022 წლიდან, ქალაქის ცენტრში ვერ იმოძრავებენ ავტობუსები, ხოლო 2025 წლიდან აკრძალვა გავრცელდება დიზელზე მომუშავე სკუტერებზე და მოტოციკლებზე.
ქალაქის ხელისუფლებამ მოსახლეობის ელექტრომობილებზე გადაყვანის პროგრამა უკვე შეიმუშავა.
ნიდერლანდებში გარემოს დაბინძურების რაოდენობა უფრო მაღალია, ვიდრე ეს ევროკავშირის დებულებაშია დაწესებული.