ტრამპმა პუტინთან სატელეფონო საუბარი შეაფასა

ტრამპმა პუტინთან სატელეფონო საუბარი შეაფასა

აშშ-ის პრეზიდენტმა რუს კოლეგასთან სატელეფონო საუბარი შეაფასა. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.

დონალდ ტრამპის თქმით, მათი საუბარი ძალიან ხანგრძლივი, კარგი და პროდუქტიული იყო.

„ჩვენ ვისაუბრეთ ვაჭრობაზე, ვენესუელაზე, უკრაინაზე და ასევე ბირთვული შეიარაღების კონტროლზე“ - წერს ტრამპი.

თეთრი სახლის პრესმდივნის სარა სანდერსის თქმით, დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა ერთ საათზე მეტ ხანს ისაუბრეს.