აშშ-ში თვითმფრინავი მოცურდა და მდინარეში ჩავარდა

აშშ-ში თვითმფრინავი მოცურდა და მდინარეში ჩავარდა

ფლორიდის შტატში, ქალაქ ჯექსონვილთან თვითმფრინავი მოცურდა და მდინარეში ჩავარდა. ინციდენტი Bოეინგ 737-ის მიწაზე დაშვებისას მოხდა. ამის შესახებ CNN-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, თვითმფრინავში 136 ადამიანი იყო. მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. 21 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავით ამერიკელი სამხედროები და მათი ოჯახის წევრები მგზავრობდნენ. ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებში კუბიდან, გუანტანამოდან ჩაფრინდნენ.