ზელენსკი რუსეთს უკრაინისთვის საზღვარზე კონტროლის დაბრუნებისკენ მოუწოდებს

ზელენსკი რუსეთს უკრაინისთვის საზღვარზე კონტროლის დაბრუნებისკენ მოუწოდებს

რუსეთმა უკრაინის საზღვრის თითოეულ მილიმეტრზე კონტროლი უნდა დააბრუნოს. ამ შინაარსის განცხადება უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდეტნმა Facebook-ზე გამოაქვეყნა.

სოცქსელში გავრცელებულ განცხადებაში ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს უკრაინისთვის საზღვარზე კონტროლის დაბრუნებისკენ მოუწოდებს და დასძენს, რომ დონბასის აგრესიისა და ყირიმის ანექსიის შემდეგ ორ ქვეყანას შორის საერთო მხოლოდ სახელმწიფო საზღვარი დარჩა.

მანამდე კრემლის ლიდერი განმარტავდა, რომ რუსეთსა და უკრაინას საერთო ბევრი ჰქონდათ. ზელენსკის აცხადებს, რომ მსგავს ურთიერთობებს „ძმურს“ ნამდვილად ვერ უწოდებს.

„დიდხანს ვფიქრობდი უკრაინასა და რუსეთს შორის „ბევრი საერთოს“ შესახებ. რეალობა ისეთია, რომ დღეს ყირიმის ანექსიისა და დონბასში აგრესიის შემდეგ, „საერთო“ ჩვენ მხოლოდ სახელმწიფო საზღვარი დაგვრჩა. 2295 კილომეტრი და 400 მეტრი „საერთო“ და რუსეთმა უნდა დააბრუნოს კონტროლი უკრაინის საზღვრის თითოეულ მილიმეტრზე. მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ ჩვენ საერთოს ძებნის გაგრძელებას“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი Facebook-გვერდზე.

უკრაინის ცესკომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები საბოლოო შედეგები 30 აპრილს გამოაცხადა. 21 აპრილის არჩევნებში ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაიმარჯვა, რომელმაც ხმათა 73,22%, მისმა მეტოქემ პეტრო პოროშენკომ კი ხმათა 24,45% მიიღო.