ინგუშეთის დედაქალაქის მერმა ბესლან ცეშოევმა მაგასის ცირკში ცხოველებით სანახაობის მოწყობა აკრძალა, რადგან მათი არსებობის პირობები სტანდარტებს არ შეესაბამება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ქალაქი 6 მაისს ცირკ-შაპიტოს მიღებას აპირებდა, მაგრამ ამ საკითხის გამოკვლევის შემდეგ გადაწყდა, რომ ცირკი ცხოველებისთვის უსაფრთხო ადგილი არ არის. „ცხოველი - ეს გასართობი ობიექტი და უსულო სათამაშო არ არის. ესენი არიან ცოცხალი არსებები, რომლებიც ველურ ბუნებაში უნდა ბინადრობდნენ“, - განაცხადა მერმა.
ინიციატივის შემდეგ, ქალაქის მასშტაბით ბაღებსა და სკოლებში აჩვენებენ ფილმებს, რომელშიც ჰყვებიან გარემოზე და ცხოველებზე ზრუნვის მსოფლიო მნიშვნელობაზე.