სერიული მკვლელის საქმის გამო კვიპროსის რესპუბლიკის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

სერიული მკვლელის საქმის გამო კვიპროსის რესპუბლიკის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

კვიპროსის იუსტიციის მინისტრმა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც ბოროტმოქმედმა შვიდი მიგრანტი ქალისა და ბავშვის მკვლელობა აღიარა. საქმის გამოძიება დაახლოებით სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამის შესახებ BBC წერს.

კვიპროსის რესპუბლიკის იუსტიციის და საზოგადოებრივი წესრიგის ყოფილმა მინისტრმა იონას ნიკოლაუმ თანამდებობიდან წასვლა „პოლიტიკური პასუხისმგებლობით“ ახსნა და იქვე დაამატა, რომ გამოძიებაში პერსონალურად ჩართული არ ყოფილა.

გამოცემის ინფორმაციით, 35 წლის კვიპროსელი ბერძენი და არმიის ოფიცერი პატიმრობაშია.

მაღალჩინოსნებს იმაში ადანაშაულებენ, რომ დაკარგული ადამიანების საქმის გამოძიება ეფექტიანად იმიტომ არ აწარმოეს, რომ მსხვერპლები მიგრანტები იყვნენ.