ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო კარაკასში სამხედრო ბაზაზე მივიდა. მიმდინარე პროტესტის ფონზე ეს მადუროს ერთ-ერთი პირველი საჯარო გამოჩენაა. ამის შესახებ BBC წერს.
მადურომ სამხედროებს მოუწოდა საჭიროების შემთხვევაში ძალა გამოიყენონ და გადატრიალების ნებისმიერი მცდელობა აღკვეთონ.
მაიკ პომპეოს თქმით, ვენესუელაში ვითარების დასარეგულირებლად ამერიკის შეერთებული შტატები სამხედრო ჩარევისთვის მზად არის. ეს განცხადება სახელმწიფო მდივანმა Fოხ Bუსინესს-თან ინტერვიუში გააკეთა.
ამასთან, ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ მოქალაქეებს საყოველთაო გაფიცვისკენ მოუწოდა.
ვენესუელაში ვითარება განსაკუთრებით იანვარში დაიძაბა, როდესაც აშშ-ის მხარდაჭერილმა ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.
გუაიდოს ლეგიტიმურობა მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც აღიარა. მადუროს ხელისუფლების პირობებში ვენესუელამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად ცნო.