პუტინმა და ერდოღანმა სირიის საკითხი განიხილეს

პუტინმა და ერდოღანმა სირიის საკითხი განიხილეს

კრემლის პრესსამსახური რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 

ამავე წყაროს ცნობით, ლიდერებმა სირიაში მიმდინარე ვითარება კიდევ ერთხელ განიხილეს.

განცხადების მიხედვით, სირიის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა უნდა იყოს დაცული.

ერთობლივი განცხადება ქვეყნებმა რამდენიმე დღის წინათაც გაავრცელეს. განცხადება სირიის საკითხზე ნურსულთანში გამართულ შეხვედრას მოჰყვა.