ბრიტანეთის ისტორიაში პირველად დეპუტატს მანდატი ამომრჩეველმა ჩამოართვა

ბრიტანეთის ისტორიაში პირველად დეპუტატს მანდატი ამომრჩეველმა ჩამოართვა

ბრიტანეთის ისტორიაში პირველად პარლამენტის საერთო პალატაში დეპუტატმა ადგილი ამომრჩევლის პეტიციის შედეგად დაკარგა. კერძოდ, ამომრჩევლებმა ხელი მოაწერეს პეტიციას ფიონა ონასანიასთვის დეპუტატის მანდატის ჩამორთმევის შესახებ.

BBC-ის ცნობით, 2019 წლის იანვარში ფიონა ონასანიას სამთვიანი პატიმრობა მიესაჯა. დეპუტატმა ცრუ ჩვენება მისცა სიჩქარის გადაჭარბების საქმეზე.

ფიონა ონასანია გარიცხეს ლეიბორისტული პარტიიდან, რის შემდეგაც დამოუკიდებელი პარლამენტარი გახდა. ის პალატაში პიტერბროუს ოლქს წარმოადგენდა.

დეპუტატის წინააღმდეგ პეტიციას 19 261-მა ამომრჩეველმა მოაწერა ხელი. თუცა ყოფილ დეპუტატს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს შემდგომ არჩევნებში.

ქალაქის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პეტიციის ქვეშ ხელმოწერა ქალაქის ამომრჩევლების 27,6%-მა დააფიქსირა. კანონის თანახმად, ფიონა ონასანიასთვის მანდატის ჩამოსრთმევად პეტიციაზე ამომრჩეველთა 10%-ის ხელმოწერა იყო საკმარისი.