აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილმა თანამშრომელმა აღიარა, რომ ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობდა. ამის შესახებ აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
54 წლის ჯერი ლი CIA-დან 2007 წელს წავიდა და ჰონგ-კონგში გადავიდა, სადაც ის ჩინეთის დაზვერვის სამსახურმა გადაიბირა. ამის შემდეგ მას საიდუმლო ინფორმაციის სანაცვლოდ ფულს უხდიდნენ. ამის გამო ჩინეთმა 2010-2012 წლებში ინფორმატორების ქსელზე ინფორმაცია მოიპოვა .
შედეგად ჩინეთმა 20-მდე ინფორმატორი დასაჯა. ეს აშშ-ის დაზვერვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარუმატებლობა იყო.