ჩრდილოეთის ზღვაში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ბომბებიდან გაზმა გაჟონა

ჩრდილოეთის ზღვაში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ბომბებიდან გაზმა გაჟონა

ჩრდილოეთის ზღვაში ნაპოვნი პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ბომბებიდან „მდოგვის გაზის“ (იპრიტი) გაჟონვის ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი Het Laatste Nieuws-ი ავრცელებს.

მომწამლავი ნივთიერება ბელგიის კურორ კონკე ჰეიტზე იპოვეს. „ეს საკითხი მალევე უნდა მოვაგვაროთ, სანამ ნივთიერება უფრო გავრცელდა“, - განაცხადა ბელგიის პროვინციის გუბერნატორმა. გავრცელებული ცნობით, აღმოჩენილი საწამლავის წონა 35 ათასი ტონაა.

იპრიტი -  მომწამვლელი ნივთიერება, მდოგვის სუნის მქონე („მდოგვის გაზი“). იწვევს კანის დაწყლულებას და ორგანიზმის საერთო მოწამვლას. სახელი გამომდინარეობს ბელგიის ქალაქ იპრიდან, სადაც პირველ მსოფლიო ომში პირველად გამოიყენეს გერმანელებმა ეს გაზი.