პრეზიდენტი ჯერ ამბობს... იღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას... შემდეგ მისი ადმინისტრაცია ამბობს, რომ შეეშალა. ასეთია სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის შვიდი თვის მუშაობის შედეგი. შეცდომა, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაგვიანებული რეაქცია მოჰყვა, იმ „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელიც აშშ–ის პრეზიდენტმა მის მომავალ კონკურენტს, ყოფილ ვიცე–პრეზიდენტს ჯო ბაიდენს მიუძღვნა – „მძინარე ბაიდენი“.
ეს პოსტი საქართველოს პრეზიდენტმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გააზიარა. საზოგადოების პროტესტის შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ შეცდომას, რომელიც სოციალური ქსელების მართვის მენეჯერმა დაუშვა. ასევე არ გამორიცხეს კიბერთავდასხმაც, თუმცა ადმინისტრაციას განცხადებით არ მიუმართავს შს სამინსტროსთვის, რომ პრეზიდენტის „ტვიტერზე“ კიბერთავდასხმა განხორციელდა. შს სამინისტრომ საქმის შესწავლა მას შემდეგ დაიწყო, რაც საზოგადოებამ ღიად გამოხატა პროტესტი. გიორგი გახარიას უწყებაში აცხადებენ, რომ დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში დაიწყება გამოძიება.
for.ge „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელს ზურაბ აგლაძეს ესაუბრა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ შეცდომას, რომელიც სოციალური ქსელების მართვის მენეჯერმა დაუშვა, ასევე არ შეიძლება კიბერთავდასხმის გამორიცხვაც. თუკი დავუშვებთ მენეჯმენტის შეცდომას, გამოდის, რომ არ კითხულობენ, არ აანალიზებენ, ან საერთოდ არ იციან ინგლისური ენა. მაგრამ თუკი დავუშვებთ კიბერდანაშაულს, ჩნდება კითხვა, რატომ არ მიმართეს შსს–ს, სად არის აქ ლოგიკა?
ზურაბ აგლაძე: პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეს ქმედება ქვეყანაზე მძიმედ არ აისახება, იმიტომ, რომ ამერიკასთან გაცილებით მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს. შესაბამისად, არ ვთვლი, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ პოსტის გაზიარება განსაკუთრებულ ზიანს მოუტანს ქვეყანას. თუმცა მეორე მხრივ ძალიან არასასიამოვნოა ამერიკის შიდა საქმეებში ჩვენი ჩარევა, მით უმეტეს, როდესაც ამას ქვეყნის პირველი პირი აკეთებს. ამიტომ ცოტა ფრთხილად უნდა იყვნენ რას აზიარებენ და რას არა. ამერიკის პრეზიდენტი აკრიტიკებს თუ არა საპრეზიდენტო კანდიდატს, ეს ამერიკის შიდა საქმეა.
რაც შეეხება კითხვას, ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა ცოტა უფრო კვალიფიციური თანამშრომელი უნდა აიყვანოს, თანამშრომელმა უნდა იცოდეს რა უნდა გაიზიაროს და რა არა. როდესაც ვსაუბრობთ ტექნიკურ შეცდომაზე, დავიმახსოვროთ ერთი რამ - ადმინისტრაციის თანამშრომლებმა უნდა იცოდნენ, რომ ისინი არ არიან მხოლოდ ტექნიკური შემსრულებლები, მათ ძალიან კარგად უნდა ესმოდეთ რა არის პოლიტიკა, რა არის გეოპოლიტიკა, რა არის შიდა კულუარული ურთიერთობა, ეს იქნება ამერიკაში, თუ საქართველოში. ფრთხილად უნდა იყვნენ. მხოლოდ ბრძანებების შესრულებით არ უნდა იყვნენ დაკავებული, თვითონაც უნდა ჰქონდეთ ანალიზის უნარი. ამ თანამშრომლებმა უნდა მიუტანონ პრეზიდენტს სხვადასხვა იდეები, მათ უნდა ჩამოუყალიბონ რა და როგორ გააკეთოს, ამიტომ აუცილებელია კვალიფიციური კადრის აყვანა, ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტსაც გაცილებით გაუადვილდება მუშაობა და შეცდომებსაც ნაკლებს დაუშვებს. ეს ხომ არ არის პირველი შემთხვევა.
სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში ხშირად ხდება ხაზგასმა იმისა, რომ ის არის წარმატებული დიპლომატი, მაგრამ ძალიან ხშირად და პრეზიდენტობის საკმაოდ მოკლე პერიოდში გამოვლინდა პრეზიდენტის არადიპლომატიური ნაბიჯები. როგორ ფიქრობთ, ეს არის შეცდომა მისი მხრიდან, თუ ახასიათებს არადიპლომატიური ქმედება?
– სამწუხაროდ, პრეზიდენტს ახასიათებს არადიპლომატიური განცხადებები და გვახსოვს მისი განცხადებების შინაარსი. რამდენად კარგი დიპლომატია, მოდით ვთქვათ, რომ არც საფრანგეთში, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, არ ეჭირა ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობა, ჩვენთან საკმაოდ ცოტა ხანი იმუშავა, ამიტომ მისი, როგორც წარმატებული დიპლომატის შეფასებისგან თავს შევიკავებ. შეიძლება წარმატებული დიპლომატი იყო, მაგრამ არ იყო კარგი მენეჯერი და ამასთან უფრო გვაქვს საქმე. როგორც ჩანს, ისეთი კადრები შეარჩია, რომლებიც თავის საქმეს ვერ ართმევენ თავს. ამიტომ, ერთია იყო კარგი დიპლომატი და მეორეა იყო კარგი მენეჯერი.
კიბერდანაშაულიც არ გამორიცხა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ. ეს რამდენად მისაღები ვერსია არის, უფრო თავის მართლებას ხომ არ გავს, როდესაც ორ ურთიერთგამომრიცხავ ვერსიას გვთავაზობს ადმინისტრაცია?
– კიბერდანაშაულზე მას შემდეგ დაიწყეს საუბარი, როდესაც პრეზიდენტის ტვიტერპოსტი გახმაურდა და მოჰყვა საზოგადოების პროტესტი. თუკი კიბერდანაშაული იყო, მაშინ პრეზიდენტის ეს კომუნიკაციები უნდ იყოს დაცული, ამისთვის გვყავს შესაბამისი სამსახურები და გამოიძიონ. ეჭვი მეპარება, რომ კიბერდანაშაულთან გვქონდეს საქმე, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჯერ ატყდა აჟიოტაჟი და მხოლოდ ამის მერე გააკეთეს განცხადება. თუ კიბერდანაშაული იყო, მაშინვე უნდა გაეკეთებინათ განცხადება და გაცილებით ადვილად შეძლებდნენ იდენტიფიცირებას. რაც შეეხება ადმინისტრაციის თანამშრომლის შეცდომას, შეიძლება მან ინგლისური არ იცის, ან ვერ ერკვევა, ან მას აქვს ასეთი დირექტივა მიღებული, რომ პრეზიდენტ ტრამპის ყველა ტვიტერპოსტი გააზიაროს.
ვიცით რა ტრამპის ტვიტერის პოლიტიკა, ხანდახან ცოტა უხერხული განცხადება ჩნდება მის ტვიტერ გვერდზე, რომლის გაზიარება შეიძლება, ჩვენთვის არ იყოს მიზანშეწონილი. როგორც ჩანს, ადმინისტრაციის თანამშრომელს აქვს დირექტივა, რომ გაიზიაროს ყველა პოსტი და ასეც მოიქცა. როგორც ჩანს, არ ეყო იმის კომპეტენცია, რომ წაეკითხა და გაეკეთებინა ანალიზი იმისა, რომ ამ პოსტის გაზიარება არ იყო მიზანშეწონილი.
ასეთ შემთხვევაში მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო უწყებაში დასაქმებული ადამიანები ორიენტირებული არ არიან სამუშაოზე, უბრალოდ მოვალეობის მოხდის მიზნით ასრულებენ დავალებას...
– შეცდომისგან დაზღვეული არ ვართ და ამ შეცდომის გამო ვერ ვიტყვით, რომ საგარეო პოლიტიკა არ გვაქვს. უბრალოდ, ვფიქრობ, რომ საგარეო პოლიტიკაში და ნებისმიერ საქმეში კადრები და გუნდი წყვეტს ბევრ რამეს. ამისთვის არის საჭირო კვალიფიციური კადრის და გუნდის ყოლა, რომლებსაც განსაზღვრული აქვთ მიზანი, იციან როგორ და რანაირად უნდა იმუშაონ. თუ არ გვეყოლება კვალიფიციური კადრები და არ ექნებათ ნათლად განსაზღვრული მიზანი, შედეგსაც ვერ მივაღწევთ. ამიტომ, უნდა დავიწყოთ იმით, რომ კარგად განვსაზღვროთ მიზნები და ამისთვის შესაბამისი კადრები შევარჩიოთ, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ვიქნებით წარმატებული. ამ შემთხვევაში პრეზიდენტის ქმედებით ჩვენ ვზარალდებით, ბევრმა ქვეყანამ შეიძლება სულაც არ მიაქციოს ყურადღება იმას, იყო თუ არა ტექნიკური შეცდომა. ამიტომ, ფრთხილად უნდა ვიყოთ.
უმრავლესობისთვის გაუგებარია „პოსტის“ გაზიარებას რატომ უნდა დავუთმოთ დრო, მაგრამ ტრამპის პოსტი ეხებოდა ჯობ ბაიდენს, რომელიც ამერიკის პრეზიდენტობისთვის იწყებს მზადებას და ამავე დროს, ჩვენ ვიცით ბაიდენის პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში. ერთ–ერთი გამორჩეული ლობისტია, ეს იცის რიგითმა მოქალაქემ, იცის საქართველოს პრეზიდენტმა, მაგრამ ტრაგედიაა თუ არ იცის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელმა...
– აბსოლუტურად გეთანხმებით, მართლა ტრაგედიაა. თუკი პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელმა არ იცის რა უნდა აკეთოს, მაშინ არ უნდა იკავებდეს ამხელა თანამდებობას. რაც შეეხება ბაიდენის დამოკიდებულებას, დარწმუნებული ვარ, რომ ამ „პოსტის“ გამო ამერიკა–საქართველოს ურთიერთობები არ გაფუჭდება. იქაც კარგად ესმით ყველაფერი.
მხოლოდ საზოგადოების პროტესტის შემდეგ წაიშალა პრეზიდენტის „პოსტი“, ამიტომაც რთულია იმ ვერსიის გაზიარება, რომ ეს შესაძლოა იყო კიბერდანაშაული, ან ადმინისტრაციის თანამშრომლის შეცდომა. ორივე შემთხვევაში ჩნდება მარტივი კითხვა, რისთვის იღებენ ხელფასს, თუკი ვერ ახერხებ ადეკვატურ რეაგირებას?
– ამ შემთხვევაშიც გეთანხმებით. იმიტომ, რომ ჩვენ ვიხდით გადასახადებს, ჩვენ ვინახავთ პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას, ამიტომ ნება უნდა იბოძონ და ისე მოიქცნენ, რომ არ დააზარალონ საქართველოს ეროვნული ინტერესები. გადასახედია ადმინისტრაციაში დასაქმებული კადრების კომპეტენცია. ვიცით, როგორ შეიცვალა ადმინისტრაციის თანამშრომლები, ასე სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ. არაკვალიფიციურობის შედეგი სახეზე გვაქვს. ფაქტია ისიც, რომ აქამდე ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს, ძალიან ბევრი რამე გამოეპარათ, თუ აქამდე პრეზიდენტის იმიჯი ილახებოდა, ახლა უკვე ქვეყნას შეელახა იმიჯი. ამიტომ პრეზიდენტი უნდა დაფიქრდეს, ვინ ჰყავს დასაქმებული ადმინისტრაციაში.
ადმინისტრაციის არაკომპეტენტურობა, სკანდალების მოყვარული პრეზიდენტის ქმედება რამდენად მძიმედ შეიძლება აისახოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე?
– თუ ჩვენი პრეზიდენტი თავს შეიკავებს ისეთი განცხადებებისგან, როგორც მან წინასაარჩევნოდ გააკეთა, რომელსაც დღესაც აკეთებს, ასეთ შემთხვევაში უფრო კარგად გვექნება საქმე. პრეზიდენტს საქართველოში არ აქვს ძალიან ბევრი ფუნქციები, რაც უფრო ნაკლებ განცხადებას გააკეთებს, მით უფრო კარგი იქნება ქვეყნისთვის.
რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას ვეთანხმები, იგი არა მარტო მძინარა, ხელების ფათურა, კოცნია, არამედ სიბერის მარაზმით შეპყრობილი მესამე სქესების თაყვანისმცებელი გადაკრუხებული არადემოკრატია!...
ლექტორებად მიწვეული იქნებიან ამ სფეროს ექსპერტები - ირაკლი ოქრუაშვილი, ზურაბ აგლაძე და ყველა ნაგლაძე, ვინც ტურისტად არ არის ნამყოფი იმდენ ქვეყანაში, რამდენშიც სალომე ზურაბიშვილს უმუშავნია , როგორც დიპლომატს.
თავიანთ ბიოგრაფიას მაინც, ხომ უნდა იცნობდენენ?!
იშვიათად ვუყურებ თოქ-შოუებს... ერთი, (პუგაჩოვა) იმას ვერ ინელებს, როგორ თუ პრეზიდენტმა ჭკუის სწავლება დამიწყო, მე ხომ არაფერი მესწავლებაო...
ხოლო მეორეს, უეჭველი პლასტიკური ოპერაცია კრედიტით აქვს გაკეთებული (იმ იმედით, რომ ივანიშვილი, ქართული ჟურნალისტიკის ცაზე ააკაშკააშებდა) და ვალს ვერ ფარავს. ივანისვილზე, საბოლოოდ ჩაიქნია ხელი და ახლის მოსვლაზე ოცნებობს... ახლანდელზე მეტი შანსის იმედი აქვს,ასე ჩანს.
ისე, რა მაგის პასუხია და ბიძინას გულშემატკივრებმა, იქნებ აცნობოთ, რომ მდინარაძის საქციელი უკვე ძალიან,ძალიან სირცხვილია და პირი ღრუ დაუხშოს...
ტიპს, ცხვირ-პირი რომ დაუნაყონ, იმასაც გააპრავებს!