პოლიციამ დააკავა თუთიყუში, რომელიც ნარკომოვაჭრეებს ეხმარებოდა

პოლიციამ დააკავა თუთიყუში, რომელიც ნარკომოვაჭრეებს ეხმარებოდა

ბრაზილიაში პოლიციელებმა თუთიყუში ნარკომოვაჭრეებისთვის დახმარების გამო დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

23 აპრილს პოლიციელებს ორი ნარკომოვაჭრე ცხელ კვალზე უნდა დაკავებინა. როდესაც პოლიციის მანქანა ნარკომოვაჭრეთა სახლთან მივიდა, თუთიყუშმა პორტუგალიურად „დედა, პოლიციას!" ძახილი დაიწყო.

ნარკომოვაჭრეებმა გაქცევა სცადეს, თუმცა პოლიციამ ისინი მაინც დააკავა. მათი სახლიდან სამართალდამცველებმა მარიხუანა და დიდი ოდენობით ნაღდი ფული ამოიღეს.

სამართალდამცველებმა ნარკომოვაჭრეები და თუთიყუში პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მათი აზრით, თუთიყუშს პოლიციის მანქანებზე რეაგირება ასწავლეს. დაკავებული თუთიყუში ადგილობრივ ზოოპარკში გადაიყვანეს.