პარტია „ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა დაიწყო. მმართველი გუნდი პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომამდე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე უმრავლესობის ფორმატში კიდევ ერთ კონსულტაციას მართავს. სხდომას ესწრება „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.
უმრავლესობის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებულ კანონპროექტში იმ რეკომენდაციების გათვალისწინებაზე შეჯერდებიან, რომელიც ვენეციის კომისიამ წარმოადგინა. უმრავლესობის პოზიციით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სამართლებრივი ნაწილი გასათვალისწინებელია, პოლიტიკური კი ანგარიშგასაწევი.
თუმცა, მმართველ გუნდში აღნიშნულ დასკვნასთან დაკავშირებით გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა მაინც არსებობს.
ვენეციის კომისიის დასკვნას და რეკომენდაციებს არ აღიარებს კარლო კოპალიანი. მმართველი გუნდის წევრი აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა არ არის ვალდებული ვინმეს მითითებები შეასრულოს და გადაწყვეტილებას საკუთარი პოლიციის გათვალისწინებით მიიღებს.
„არც ვენეციის კომისიას, არც არვის არ აქვს მაგის უფლება ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების წესში ჩაერიოს. ეს ერთი, და მერე მეორე, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ვისაც წარმოგვიდგენენ აბსოლუტურად სუყველა გავიდეს ეს მოსამართლეები. თავის თავად ასე იქნება ეს, თუმცა ის, რომ ჩვენ ეს ვიღაცამ გვითხრას, ეს ნამდვილად მიუღებელია ჩვენთვის,“- განუცხადა უმარვლესობის დეპუტატმა კარლო კოპალიანმა ჟურნალისტებს.