“არ აღვნიშნო? დავმალო?! – მიხარია, რომ არც “ფებე-ფებე” ვიწუწუნე… დიდი მადლობა შსს-ს”

“არ აღვნიშნო? დავმალო?! – მიხარია, რომ არც “ფებე-ფებე” ვიწუწუნე… დიდი მადლობა შსს-ს”

ჟურნალისტი, პაირ-ტექნოლოგი ლალი მოროშკინა შინაგან საქმეთა სამინისტროს გაწეული სამუშაოსთვის მადლობას უხდის:

“დიდი მადლობა შსს-ს, ძველი თბილისის #7 განყოფილებას. გიორგი ესართია და ალექსანდრე გუნთაიშვილი, განსაკუთრებული მადლობა თქვენ!

ამბავი კი ასე იყო:

მე და ჩემი მეგობარი ქეთი ნეფარიძე თურქეთში მივემგზავრებოდით და ლეპტოპი, – უამრავი მნიშვნელოვანი საბუთით ტაქსში დაგვრჩა (თავო ჩემო, ცალკე თემაა).

13 აპრილიდან რუდუნებით ველოდით მძღოლში ნამუსის გაღვიძებას. ბოლოს გადავწყვიტეთ, ცივილიზებული ფორმისთვის მიგვემართა და გავეშურეთ ძველი თბილისის პოლიციის განყოფილებისკენ. რა გითხრათ? ზუსტად 3 საათში დაიდო რეზულტატი: მანქანა და მძღოლი იდენტიფიცირებული, ხოლო კომპიუტერი ჩვენს მფლობელობაში გადმოსული!

არ აღვნიშნო? დავმალო სიკეთე?! – მიხარია, რომ არც “ფებე-ფებე” ვიწუწუნე და არც მძღოლის ნამუსს ვენდე!

ასე, რომ ჩვენი პოლიცია ჩვენ გვიცავს და ცივილური მეთოდები ამართლებს!!!”– წერს მოროშკინა.

 

კ ო მ ბ ლ ე რატომ უნდა მიმართო მკითხავებს, როდესაც ქვეყანაში არსებობს პოლიცია!!!
6 წლის უკან