მომზადების დრო: 30 წუთი
ულუფა: 4
ინგრედიენტები
კარტოფილი - 1 კგ
ნაღები - 2 ჭიქა
მარილი და პილპილი - გემოვნებით
ქონდარი - 5 გ
ზეითუნის ზეთი - 2 ს/კ
პარმეზანი - 100 გ
წითელი ხახვი - 1-2 თავი
ანჩოუსების ფილე - 2-3 ცალი
მუსკატის კაკალი - 1 ჩ/კ
ნიორი - 1-2 კბილი
მომზადების წესები
კარგად გარეცხეთ კარტოფილი და დაჭერით თხელ წრეებად. გაფცქვენით ხახვი და დაჭერით თხელ ნახევარწრეებად.
მოათავსეთ ბოსტნეული ღრმა გამოსაცხობ ფორმაში ან ტაფაში, მოასხით ნაღები, მოაყარეთ მარილი და პილპილი, დაადეთ ქონდრის ღერები.
აადუღეთ წყალი, დადგით ტაფა ცეცხლზე, დაასხით ადუღებული წყალი, ისე, რომბოსტნეული 1/4-ით დაფაროს და ხარშეთ მაღალ ცეცხლზე.
ხარშვისას დაუმატეთ ანჩოურები, მუსკატის კაკალი, ზეითუნის ზეთი, პრესში გატარებული ნიორი, მოაყარეთ 50 გ გახეხილი პარმეზანი.
როცა კარტოფილი ცოტათი დარბილდება, დაუკელით ცეცხლს, დააფარეთ მჭიდროდ თავსახური (თავსახურს შემოახვიეთ ფოლგა) და ხარშეთ კიდევ 6 წუთი.
შემდეგ მოხსენით თავსახური და ფოლგა, კვლავ მოაყარეთ დარჩენილი გახეხილი პარმეზანი და მოათავსეთ წინასწარ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15 წუთი.