ალუჩასთან ერთად გამომცხვარი ცხვრის ხორცი

ალუჩასთან ერთად გამომცხვარი ცხვრის ხორცი

ინგრედიენტები

ცხვრის ან ბატკნის ხორცი - 150-200 გ (ნეკნები)

მწვანე ტყემალი ან მჟავე ალუჩა - 12-15 ცალი

ცხვრის დუმა - 30 გ

ხახვი - 1 საშუალო ზომის თავი

სუნელების მიქსი (ფლავისთვის) - 1 ჩ/კ (ძირა, ხმელი ქინძი, წითელი წიწაკა, პაპრიკა)

მარილი - გემოვნებით

მოხარშული ბრინჯი - გარნირად

მომზადების წესები

ცხვრის ხორცს წაუსვით სანელებლების მიქსი (ძირა, ხმელი, ქინძი, წითელი ცხარე წიწაკა, პაპრიკა) და გააჩერეთ 2-3 საათი მაცივარში.

ხახვი დაჭერით ნახევარწრეებად.

სამუშაო ზედაპირზე დააფინეთ ფოლგის ოთხკუთხედი ნაჭერი, გაანაწილეთ ზედ დაჭრილი ხახვი, ზემოდან დაადეთ ცხვრის დამარინადებული ხორცი.

აუწიეთ ფოლგას კიდეები და ჩაყარეთ ხორცის ირგვლივ ალუჩა ან ტყემალი.

ფოლგის კიდეები გადმოკეცეთ, მოათავსეთ ღუმელის ცხაურზე და აცხვეთ 1 საათის განმავლობაში 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

სუფრასთან მიიტანეთ მოხარშულ ბრინჯთან ერთად. ბრინჯს მოასხით ცხვრის ხორცის შეწვისას გამოსული წვენი, გააფორმეთ კერძი შემწვარი ალუჩით (ტყემლით).