შესქელებული რძე 15 წუთში

შესქელებული რძე 15 წუთში

შეეცადეთ მოერიდოთ ზედმეტ მავნე დანამატებს და მოამზადეთ შესქელებული რძე სახლში

ინგრედიენტები

რძე - 200 მლ

შაქარი - 200 გრ

კარაქი - 20 გრ

მომზადების წესები

მოათავსეთ მაღალ ქვაბში რძე, შაქარი და კარაქი, დადგით ცეცხლზე, როგორც კი დუღილს დაიწყებს, მოუმატეთ ცეცლს და ადუღეთ 10 წუთი.

მიიღებთ ძალიან თხელ მასას, მაგრამ არ შეშინდეთ, გააგრილეთ, ჩაასხით ქილაში, შედგით მაცივარში და რამოდენიმე საათში გასქელდება.