მომზადების დრო: 30 წუთი
ულუფა: 4
თევზი - ჯანმრთელი პროდუქტების სიაში წამყვან პოზიციას იკავებს. ამასთან ის ძალიან გემრიელია. იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაამრავალფეროვნოთ თქვენი ჯანმრთელი რაციონი, გთავაზობთ ამ ორიგინალურ და მარტივ რეცეპტს.
ინგრედიენტები
თეთრი თევზის ფილე - 1 კგ
ქამა სოკო - 500 გ
მაგარი სახეობის ყველი - 200 გ
ზეითუნის ზეთი - 3 ს/კ
სალათის ფოთლები - 16 ცალი
ოხრახუში - 25 გ
მარილი და პილპილი - გემოვნებით
ლიმონი - 1 ცალი
ხახვი - 4 თავი
მომზადების წესები
გარეცხეთ სოკო, შეამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცოთ და დაჭერით პატარა ნაჭრებად. გაარჩიეთ ხახვი და დაჭერით წმინდად. მოხრაკეთ სოკო ხახვთან ერთად ზეთში.
როცა სოკო დაიბრაწება, დაუმატეთ გახეხილი ყველი და აურიეთ.
შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი სახეობის თევზის ფილე. ჩვენ გამოვიყენეთ ე.წ. „ხეკი“. მოაყარეთ მარილი და პილპილი, გაანაწილეთ ფილეს თითოეულ ნაჭერზე სოკოსა და ყველის მომზადებული გულსართი და გადაახვიეთ რულეტად.
დაალაგეთ თევზის რულეტები ღუმელის ფირფიტაზე და შეწვით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20 წუთის განმავლობაში.
მორთეთ მზა კერძი სალათის ფოთლებით, ლიმონის ნაჭრებით და დაჭრილი ოხრახუშით...