ანკარისა და იზმირის მსგავსად თურქეთის მმართველმა პარტიამ სტამბოლიც წააგო ქვეყნის თურქეთის უდიდეს ქალაქში, ეკონომიკური, კულტურული და ისტორიული ცენტრში რესპუბლიკური სახალხო პარტიის კანდიდატმა ერკემ იმამოღლუმ 48.79% მოაგროვა, მმართველი პარტიის კანდიდატმა ბინალი ილდირიმმა კი 48.51%.
დედაქალაქ ანკარაშიც ოპოზიციამ გაიმარჯვა, რესპუბლიკური სახალხო პარტიის კანდიდატმა მანსურ იავაშმა 50.9% აიღო მეჰმეთ ოზჰასეკი 47.1%.
ოპოზიციამ გამარჯვება მოიპოვა მოსახლეობის მიხედვით მესამე ქალაქ იზმირში. რესპუბლიკური სახალხო პარტიის კანდიდატმა მუსტაფა ტუნჩ სოიერმა 58.06% მოაგროვა. მმართველი პარტიის კანდიდატმა ნიჰათ ზეიბექჯიმ 38.67%.
ასევე ოპოზიციის კანდიდატებმა გაიმარჯვეს საქართველოს საზღვრის მიმდებარე ართვინისა და არდანის პროვინციებში და ხმელთაშუაზღვისპირა პროვინციებში.
მთლიანობაში ამომრჩეველთა 51.63%-მა სახალხო ალიანსს დაუჭირა მხარი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტია“ და „ეროვნული მოძრაობის პარტია“. 37.55%-ი მიიღო ეროვნულმა ალიანსმა, რომლის შემადგენლობაშიც შედის მთავარი ოპოზიცია „რესპუბლიკური სახალხო პარტია“ და „კარგი პარტია“.
ამ დროისთვის დათვლილია ბიულეტენების 99.81%.