უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ადგილობრივი მედიასაშუალების ინფორმაციით, პრეზიდენტობის 40-ზე მეტი კანდიდატი იყრის კენჭს, თუმცა მათგან ძირითადად სამი ლიდერი იკვეთება - ახლანდელი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ყოფილი პრემიერი იულია ტიმოშენკო და მსახიობი კომიკოსი ვლადიმირ ზელენსკი, რომლის პერსონაჟიც ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში მოულოდნელად პრეზიდენტიც გახდა.
დასავლური მედიის ნაწილი ვარაუდობს, რომ წინასწარი გამოკითხვების შედეგებით, არ არის გამორიცხული, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურს გამარჯვებული არ ჰყავდეს, რადგან ამისთვის საჭიროა, ერთ-ერთმა კანდიდატმა ხმათა უმრავლესობის 50%-ზე მეტი აიღოს; ასეთ შემთხვევაში, - მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება.
რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპაციის გამო, ადგილობრივ ამომრჩეველთა 12% ხმის მიცემას ვერ ახერხებს.
რაც შეეხება საზოგადოების განწყობას, წინასწარი გამოკითხვებით, ხალხის მხარდაჭერით, კომიკოსი ვლადიმირ ზელენსკი ლიდერობს, მას მოსდევს ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, მესამე ადგილზეა იულია ტიმოშენკო.
novayagazeta.ru-ს ცნობით, უკრაინის პრეზიდენობის მსურველ ყველა კანდიდანტს ქვეყანაში არსებულ სხვადასხვა სფეროში თავისი ბიზნეს-ინტერესები აქვთ. ამის შესახებ კვლევის ცენტრი YouControl წერს.
ყველაზე რეიტინგულ კანდიდატს, კომიკოს ვლადიმირ ზელენსკის ადგილობრივი რესტორნების საკმაოდ დიდი ქსელი აქვს. ასევე, ის ფლობს 7 უკრაინულ და 5 უცხოურ კომპანიას, რომელიც ოფშორულ ზონაშია დარეგისტირებული.
გარდა ამისა, მას აქვს საერთო ბიზნესი ადგილობრივ გავლენიან ბიზნესმენთან, იგორ კოლომოისკისთან. კონკრეტულად, მის მფლობელობაშია კომპანია Квартал ТВ-ს 15%, რომელიც Приват -ის კომპანიების ჯგუფში შედის.
ზელენსკის ცოლი თევზის კონსერვის მწარმოებელი კომპანია Зелари Фиш-ის 25%-იანი წილის მფლობელია. ცნობისთვის, მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ “მიხეილ სააკაშვილი ყველაზე დიდ როლს ახლა თამაშობს, როდესაც იცავს უკრაინის დემოკრატიას ევროპაში და აჩვენებს ამას თავისი ქმედებებით.”
მისივე თქმით, ის სერიოზული დიპლომატია და სერიოზული კონსულტანტია ყველა ადამიანისთვის, ყველა კანდიდატისთვის, რომელიც დღეს პოლიტიკაში მიდის და გახდება პრეზიდენტი. ამასთან, მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა უნდა დაუბრუნონ.
რაც შეეხება, მოქმედ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს, არაერთი ბიზნესის მფლობელია, მათგან ზოგის პირდაპირი მფლობელი თავად არის, ზოგიც, ოჯახის წევრების სახელზეა - მათ შორის, შუშის, ექსპერიმენტული კონსტრუქციების წარმოება და პურ-ფუნთუშეულის ბიზნესი.
ასევე, მის საოჯახო ბიზნესად ითვლება, Roshen –ის საკონდიტრო ბიზნესი... მის თითქმის ყველა კომპანიას აერთიანებს ჯგუფი Укрпроминвест-ი. საპრეზიდენტო კამპანიის დაწყებამდე მან რამდენიმე კომპანიის სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყო. საგამოძიებო ორგანიზაცია OCCRP –ს მონაცემებით, პრეზიდენტობის წლებში მან ბრიტანეთში დააფუძნა ოფშორული კომპანია Prime Asset Partners Ltd.
იულია ტიმოშენკოს ანგარიშზე ბიზნესკომპანიები არ ფიქსირდება, თუმცა, მისი ქმარი ფლობს პარფიუმერიის ხაზით მომუშავე Леди Ю -ს და ელექტროენერგიის მწარმოებელ Гермес-ს.
ტიმოშენკოს ქალიშვილი ორივე კომპანიას სრულად აკონტროლებს; ასევე ფლობს წილებს კიდევ 4 კომპანიაში, რომლებიც უძრავის ქონების ბაზარზე ოპერირებენ... იულია ტიმოშენკოს დედაც ბიზნესშია, ის უძრავი ქონების სააგენტოების მფლობელ კომპანიას ხელმძღვანელობს.
არის კიევ ერთი “საინტერესო” სახე, პრორუსი კანდიდატი, იური ბოიკო, რომელიც პარტია “кума Путина”-ს წარმომადგენელია. ბოიკოს ფინანსურ დეკლარაციაშიც არ ფიქსირდება ბიზნესკომპანიები, თუმცა, მისი ოჯახი რამდენიმე კომპანიას ფლობს, რომლებიც უძრავის ქონების, ყიდვა-გაყიდვა-გაქირავების მიმართულებით მუშაობს. მისი ინტერესები იკვეთება კომპანია Group DF –ში, რომელიც უკრაინელ ოლიგარქს დმიტრი ფირტაშს ეკუთვნის. ბოიკო დიდი მხარდაჭერით არ სარგებლობს, მაგრამ სტაბილური ელექტორატი ჰყავს.