იაპონიაში განაცხადეს, რომ ახალი იმპერიული ეპოქის სახელი, რომელიც პირველ მაისს დაიწყება, იქნება „რეივა“, რაც წესრიგს და ჰარმონიას ნიშნავს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ქვეყნის ამჟამინდელი ეპოქა, რომელსაც ჰეისეი ჰქვია, ერთ თვეში, იმპერატორ აკიჰიტოს გადადგომის დროსთან ერთად სრულდება.
ყოველი იმპერატორის მმართველობას იაპონიაში სახელს არქმევენ, რომელიც დასავლური კალენდრის მიხედვით გრძელდება.
იმპერატორი აკიჰიტო ოფიციალურად 2019 წლის 30 აპრილს გადადგება.