უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების ოქმების 50.36% დაითვალა, რომლის მიხედვითაც 30.20%-ით შოუმენი ვლადიმირ ზელენსკი ლიდერობს, მოქმედი პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს კი 16.64% აქვს. შედეგად მეორე ტურში სწორედ ისინი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
ოპოზიციური პარტია „ბატკივშინას“ იულია ტიმოშენკო მესამე ადგილზეა 13.08%-ით.
უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებში 11 მილიონ ადამიანს მონაწილეობა არ მიუღია. უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება.