პარიზის ერთ-ერთი მთავარი ღირშესანიშნაობა ეიფელის კოშკი 130 წლისაა. ამის შესახებ Euronews-ი წერს. ყოველწლიურად, ეიფელის კოშკით 7 მილიონზე მეტი ადამიანი ინტერესდება. პარიზის გიგანტური ნაგებობა გუსტავ ეიფელმა 1887 წელს ააშენა.
ვიდრე საუკეთესო ტურისტულ სანახაობად იქცეოდა, თავდაპირველად ის საგამოფენო სივრცისთვის ააშენეს, სადაც გუსტავ ეიფელი მესამე სართულს როგორც საოფისედ, ასევე მისი ოჯახისთვის, აპარტამენტად იყენებდა
ეიფელის ნათესავი დღეს იხსენებს: „ჩემი ოჯახის წევრს ახალგაზრდობისას ასთმა ჰქონდა და ექიმმა ჰაერზე, მაღალ ადგილას ყოფნა ურჩია. ყოველ ხუთშაბათს, ის 300 მეტრის სიმაღლის ეიფელის კოშკს სტუმრობდა“.