„ყვითელჟილეტიანების“ აქცია მასშტაბური დაკავებებით დასრულდა

„ყვითელჟილეტიანების“ აქცია მასშტაბური დაკავებებით დასრულდა

არეულობაში გადაიზარდა "ყვითელი ჟილეტების" აქცია პარიზში. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით პოლიციამ პარიზში 37 ადამიანი დააკავა. ქვეყნის მასშტაბით დაკავებულთა რაოდენობა 1009-ზე მეტია. ამის შესახებ France 24 წერს.

მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ აქტივისტებმა საპროტესტო აქცია მეოცედ ჩაატარეს. მასში მთელი ქვეყნის მასშტაბით 34 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

საპროტესტო აქციები პარიზში, მარსელში, კანში, ნიცაში, სტრასბურგსა და სხვა ქალაქებში გაიმართა.

19 მარტს ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთში "ყვითელი ჟილეტების" აქცია შეიძლება აიკრძალოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საპროტესტო გამოსვლებში რადიკალების მონაწილეობა დადასტურდება.

საფრანგეთში ყვითელჟილეტიანების აქციები გასული წლის 17 ნოემბრიდან იმართება. აქციების დროს არეულობებსა და შეტაკებებს 10 ადამიანი ემსხვერპლა. საწვავზე ფასის მატების საწინააღმდეგო აქციების მონაწილეები დღეს უკვე მთავარ მოთხოვნად ემანუელ მაკრონის გადადგომას ასახელებენ.