ტრამპი მექსიკას საზღვრის ჩაკეტვით ემუქრება

ტრამპი მექსიკას საზღვრის ჩაკეტვით ემუქრება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მომავალ კვირაში მექსიკასთან საზღვარს ჩაკეტავს, თუ ქვეყანა მიგრანტების ნაკადის შესაჩერებლად დამატებით ზომებს არ მიმართავს.

ასევე ტრამპმა სახელმწიფო დეპარტამენტს სალვადორის, ჰონდურასისა და გვატემალასთვის ყველა სახის პირდაპირი დახმარების შეწყვეტაც დაავალა.

ტრამპის მუქარას უკვე გამოეხმაურა მექსიკის პრეზიდენტი.

ანდრეს ობრადორის თქმით, საკითხთან დაკავშირებით ის შეერთებული შტატების ხელისუფლებასთან დაპირისპირებას არ აპირებს.