უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები დღეს დილით ადგილობრივი დროით 8 საათზე გაიხსნა და 20:00 ზე დაიხურება.

საარჩევნო ბიულეტენში კანდიდატების რეკორდული რაოდენობაა - 39. თავად ბიულეტენის ზომა დაახლოებით 1 მეტრია.

ქვეყანაში რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმისა და ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების გარდა 199 საარჩევნო ოლქი და 29866 უბანია შექმნილი. 101 უბანი საზღვარგარეთ გაიხსნა. პირველმა ამომრჩეველმა ხმა ავსტრალიაში, ქალაქ კანბერაში ხმა 30 მარტის ღამის 11 საათზე მისცა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2344 საერთაშორისო დამკვირვებელი დაარეგისტრირა.

აღსანიშნავია, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება სამი ეგზიტპოლი, რომელსაც კიევის საერთაშორისო სოციოლოგიური ინსტიტუტი, ფონდი "დემოკრატიული ინიციატივა" და უკრაინის ეკონომიკური და პოლიტიკური კვლევების ცენტრი ატარებს.

ექსპერტების აზრით, სავარაუდოდ პრეზიდენტის ასარჩევად მეორე ტური გახდება საჭირო, რომელიც 21 აპრილს გაიმართება. მეორე ტურში გასვლის შანსი აქვთ მიერ პარტია "Слуга народа"-ს (ხალხის მსახური) ლიდერს ვლადიმირ ზელენსკი, მოქმედ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს და "ბატკივშინას" ლიდერს, ყოფილ პრემიერს იულია ტიმოშენკოს.