სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა თანამდებობა დატოვა

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა თანამდებობა დატოვა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი თანამდებობას ტოვებს და ფულბრაიტის პროგრამას წარმომადგენლის პოზიციიდან უერთდება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნოიერტმა დაწერა.

„ემსახურო ამერიკას, დიდი პრივილეგია და უდიდესი პატივია. ძვირფასო კოლეგებო, ყოველთვის მადლობელი ვიქნები თქვენი პატრიოტიზმისა და პროფესიონალიზმისთვის. ამაღელვებელია ჩემთვის, შევუერთდე ფულბრაიტის პროგრამას“, - წერს ნოიერტი Twitter-ზე.

გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩობაზე ჰიზერ ნოიერტმა უარი თქვა.