ტუნისში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ერთი კვირით გადაიდო.
Reuters-ის ინფორმაციით, არჩევნები 10 ნოემბრის ნაცვლად, 17 ნოემბერს ჩატარდება.
გადაწყვეტილების შესახებ საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა განაცხადა. მიზეზად ისლამური დღესასწაული სახელდება.