რა გვჭირს და რა გვეშველება?!

რა გვჭირს და რა გვეშველება?!

საზოგადოება ქმნის სახელმწიფოს, რომელიც ადამიანის კეთილდღეობისთვის უნდა არსებობდეს!

საზოგადოებას არ ახასიათებს ენტროპიის ზრდა, ის ქაოსიდან განვითარებისკენ მიისწრაფვის! (ენტროპია – ეს არის ენერგიის გარდაქმნა, ცვალებადობა. სისტემის ქაოტურობის მაჩვენებელი) სოციუმს მოძრაობისთვის ენერგია სჭირდება, რაც სიმეტრიასა და სინქრონულ მოძრაობას ანიჭებს. სოციუმს ენერგია შეიძლება თვითონ გააჩნდეს, ან გარედან მიიღოს საწყისი ენერგიის სახით. ყოველივე შემდგომ გადადის ქაოსში და ისევ სინქრონულ სიმეტრიას უბრუნდება. სამყარო, საზოგადოება და ჩვენ, ერთნაირი ელემენტარული ნაწილაკებისგან შევდგებით. კვანტურმა ფიზიკამ დაადგინა, რომ ელემენტარულ ნაწლაკებს ენერგიის მიხედვით თავისი სიხშირე გააჩნიათ, რომელთა მოძრაობა არალოკალური და დაუდგენელია, ანუ ქაოსში იმოფებიან. მიუხედავად ამისა, მათ ქაოსიდან სიმეტრიის შექმნისა და სინქრონულ მოძრაობაში გადასვლის უნიკალური თვისება აქვთ. ასე ხდება სამყროში, საზოგადოებაშიც და ასევე იქცევა მისი შემადგენელი ნაწილი, ადამიანი! ამის კარგი მაგალითია, სამყაროს ჩამოყალიბების და კაცობრიობის ისტორია. ასევეა წარმოდგენილი ბურთულების მოძრაობის მაგალითი ვიდეოზე, რომელიც ენერგიის მიღების შემდეგ, განსხვავებული ამპლიტუდით მოძრაობენ, წესრიგიდან ქაოსში გადადიან, ხოლო შემდეგ სიმეტრიულ სინქრონიზაციას იძენენ.

სოციუმის მოძრაობა რომ არ გაჩერდეს, თითოეულ ბურთულას უნდა გააჩნდეს ენერგია და მის პროდუცირებას ახდენდეს. ენერგიის დაკარგვა იწვევდა ისტორიის მანძილზე ერების გადაშენებას. სოციუმი სიცოცხლის უნარიანია მაშინ, როცა შემადგენელი ინდივიდების ნაწილი მაინც, შემეცნებით-ინტელექტუალურ სიმაღლეს გამოავლენენ. ეს თავის მხრივ დამატებით ენერგიას წარმოადგენს და ქაოსის მდგომარეობის სწრაფად დაძლევის საშუალება ხდება. ამ შემთხვევაში სოციუმი საზოგადოებად ყალიბდება, ინდივიდი კი ადამიანად! პოლიტიკა – როგორც სახელმწიფოსა და საზოგადოების მართვის სისტემა, ადამიანს განიხილავს არა როგორც საშუალებას, არამედ ადამიანს, როგორც მიზანს, საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებისთვის. მოკლედ რომ ვთქვათ ინტელექტის დამატება, ენერგიის გარდაქმნა და ქაოტურობის დაძლევა, სისტემას შემდეგნაირად ავითარებს: ინდივიდი-ინტელექტი-ადამიანი; სოციუმი-ენტროპიის შემცირება-საზოგადოება; სოციალური სამართლიანობა-ეკონომიკური აღმავლობა-სახელმწიფო პოლიტიკა. ამგავრი სისტემა აყალიბებს საზოგადოების მდგრადი განვითარების საფუძვლებს და ადამიანის კეთილდეობის საწინდარი ხდება.

საქართველოში პოლიტიკური ელიტის, ყველა პარტიების ჩათვლით, პრობლემა არის ის, რომ ადამიანს განიხილავენ ხელისუფლებაში მოსვლის საშუალებად. დახარჯული სახსრები, მედია საშუალებები და ზეგავლენისთვის გამოყენებული PR-ტექნოლოგიებთ ხდება ხელისუფლებაში მოსვლა. რა შედეგიც არ უნდა დადგეს ნებისმიერი დონის არჩევნებში, მნიშვნელობა არ აქვს რომელი პარტია გაიმარჯვებს, გარკვეულ პერიოდში ადამიანი თავს მოტყუებულად იგრძნობს. ასეთ ვითარებაში სახელმწიფო სისტემას საზოგადოება არ აღიქვამს თავისად და ადამიანები სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან აგრესულ დაპირისპირებაში მოდიან. ყალიბდება პოლიტიკური დინებები, რომელნიც სოციუმს ანაწევრებენ, თავის სასარგებლოდ აავადებენ პარადიგმული სინდრომით და ერმანეთთან უმოწყალოდ აპირისპირებენ. არსებული ვითარება მიუთითებს იმაზე, რომ ირღვევა უმთავრესი პრინციპი, საზოგადოება უნდა ქმნიდეს სახელმწიფოს და არა პირიქით! რაც არ უნდა დახმარება გაეწიოს ზოგიერთს, ადამაინთა ჯგუფს ან სექტორს, შედეგი არ დადგება. ესეთი სისტემა ელიტას უქმნის კეთილდღეობას და არა ადამიანს, როგორც საზოგადოების ერთეულს. ეს არ აძლევს ენერგიას საზოგადოებას და ხელს უშლის მის განვითარებას. სანამ პოლიტიკური სისტემა არ იქნება სოციალურ სამართლიანობაზე დაფუძნებული, ხოლო მმართველი პირები ადამიანის კეთილდღეობისთვის სამუშაოდ არ განეწყობიან, სახელმწიფო სისტემა იქნება სუსტი. ამის გამო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები გარედან პოლიტიკური შეკვეთების, შიდა დაპირისპირებისა და პირადი ინტერესების მიხედვით იგეგმება, რაც შორს არის საზოგადოების მოთხოვნისაგან. არსებული სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემათა კრებული სწორედ აქედან გამომდინარეობს და სოციუმში სახიფათო კრიტიკულ მასას ქმნის! გასაგებად რომ ვთქვათ, რასაც სახელმწიფო აკეთებს, ხშირ შემთხვევაში საზოგადოებისთვის მიუღებელია. ეს ასუსტებს სახელმწიფო სისტემას და ჩვენს პირობებში არეულობებისა და შეკვეთილი “რევოლუციების” საწინდარი ხდება! ამ ვითარებაში, საზოგადოებას ენერგია ეცლება და იმდენად სუსტდება, რომ ადვილად შეღწევადი ხდება გარედან თავსმოხვეული ინტერესების რეალიზაციისთვის. ამ პირობებში ტრანსნაციონალური სისტემები თვითონ ქმნიან ან მოისყიდიან პოლიტიკურ ორგანიზაციებს და საზოგადოების ნაწილს, რომელნიც მათი იდეოლოგიის რეალიზაციისთვის მუშაობენ. ეს საკითხები ეროვნული უსაფრთხოების თემატიკას განეკუთვნება და ცალკე განხილვას სჭიროებს. თემურ ლენგმა მარავალჯერ დალაშქრა საქართველო, მოაოხრა ქვეყანა და დაანგრია ეკონომიკა, მაგრამ ქართული საზოგადოების სიმტკიცეს ვერ შეეხო. ეხლა კი საზოგადეობა და აქედან გამომიდინარე სახელმწიფო დგება საფრთხის ქვეშ! ჩვენ არ უნდა დავუპირისპირდეთ მსოფლიო გლობალიზაციით ნაკარნახევ იდეოლოგიას, ის დიდი ენერგიით არის დატვრთული და მასთან ჭიდილით არ უნდა დავასუსტოთ სახელმწიფო. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მოთხოვნათა გამოყენებით უნდა განვამტკიცოთ ჩვენი იდენტიფიკაციის საფუძვლები და გავაძლიეროთ ჩვენი საზოგადოება. ვიხელმძღვანელოთ აიკიდოს პრინციპით, გამოვიყენოთ მოსული ძალა ჩვენი საზოგადოების ჰარმონიისთვის.

ხსენებული საკითხები სოციალური ფსიქოლოგიის, პოლიტტექნოლოგიის, სოციოლოგიის, ეკონომიკისა და სახელმწიფო მმართველობის სამეცნიერო და პრაქტიკულ მიმათულებებს განეკუთვნება! სიმართლე რომ გითხრათ, არც ერთი პოლიტიკური ჯგუფი არ აკეთებს ამაზე დაყრდნობით სისტემურ ანალიზს და მოქმედებას. დღევანდელი ვითარება, წინა პერიოდების ჩათვლით ამის ნათელი მაგალიათია.

ზემოთ მოყვანილი პრინციპების გავითვალისწინებთ, ამ ვითარების შეცვლა, რა თქმა უნდა შესაძლებელია!

ის პოლიტიკური დაჯგუფება, ვინც უმთავრეს მიზნად ადამიანის კეთილდღეობას გახდის, უზრუნველყოფს საზოგადოების ინტელექტუალურ ზრდას და სახელმწიფო მართვის სიტემაში მაქსიმალურ ჩართულობას, რეალურად შეძლებს საზოგადოების მდგრადი განვითარების საუძვლების ჩამოყალიბებას. კონკრეტული შედეგის მისაღწევად, ადამიანის კეთილდღეობის პრინციპზე დაყრდნობით, უნდა ჩატარდეს შემდეგი სამუშაოები: სოციალ -ეკონომიკური სექტორების სისტემური ანალიზი, პრობლემათა გამოკვეთა, სოციალურ და ეკონომიკურ შედეგებზე გათვლილი გადაწყვეტილებათა მოდელირება, დროში გაწერილი ლოკალური და პერსპექტიული სამოქმედო გეგმის შემუშავება და რეალიზება. მიუხედავად სირთულისა, ამგვარი სამუშაოების შემსრუებელთა პროფესიონალური რესურსები საქართველოში ნამდვილად არსებობს. სიანტერესო მიდგომა აქვს შემუშავებული “მატრიცული თეოორიის” კუთხით პროფესორ თამაზ ბუთხუზს! თანამოაზრეთა ჯგუფმა უნდა ითაოს ამ პროცესის დაწყება!

სტარტეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი

ლევან მამალაძე