იაპონიის მთავრობამ მიიღო კანონი, რომელიც არასრულწლოვნების ფიზიკურ დასჯას, როგორც აღზრდის ზომას კრძალავს. ამის შესახებ Japan Times-ი წერს.
თუ დოკუმენტს პარლამენტი დაამტკიცებს, ბავშვების ფიზიკურ დასჯას მშობლებს, მეურვეებსა და სოცმუშაკებს აუკრძალავენ.
თებერვალში იაპონიის პრემიერმა შინძო აბემ ბავშვებთან სასტიკი მოპყრობის ყველა ფაქტის შესწავლის ბრძანება გასცა. ამის საფუძველი ქალაქ ტიბაში 10 წლის გოგოს გარდაცვალება გახდა. მედიის ცნობით, მას სისტემატურად სცემდნენ, არ კვებავდნენ და სიცივეში ამყოფებდნენ. ძალადობის ბრალდებით, მოზარდის მამაა დაკავებული.
პოლიციის მონაცემებით, 2018 წელს იაპონიაში სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი 1380 ბავშვი გახდა, მათგან 1095-ზე ფიზიკურად ძალადობნენ, 226 კი სექსუალური ძალადობის მსხვერპლია.