მსოფლიოში 2,1 მილიარდ ადამიანს სასმელად ვარგის წყალზე წვდომა არ აქვს. Deutsche Welle-ს ცნობით, ამის შესახებ იუნესკოს ანგარიშში წერია.
დოკუმენტის თანახმად, 3,4 მილარდ ადამიანს ადეკვატური სანიტარული პირობები არ აქვს. ანგარიშის ავტორების თქმით, 844 მილიონი ადამიანი იძულებულია ყოველდღე მინიმუმ ნახევარი საათი დახარჯოს.
მოხსენების თანახმად, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაშიც კი დაახლოებით 57 მილიონ ადამიანს სახლებში წყლის მილები არ აქვს გაყვანილი, 36 მილიონს კი საბაზისო სანტექნიკაც კი არ გააჩნია.