სააკაშვილი, მორიგი არაფორმალური მმართველი? - რა ხდება

სააკაშვილი, მორიგი არაფორმალური მმართველი? - რა ხდება "ნაციონალურ მოძრაობაში"

მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის მსგავ­სად 2020 წლის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის მზა­დე­ბა აქ­ტი­უ­რად და­ი­წყეს "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­შიც". მთა­ვარ ოპო­ზი­ცი­ურ ძა­ლა­ში დიდი ცვლი­ლე­ბე­ბი იწყე­ბა - მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი პარ­ტი­ის სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბას თმობს და მხარ­დამ­ჭე­რებს პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რედ გრი­გოლ ვა­შა­ძის არ­ჩე­ვის­კენ მო­უ­წო­დებს. ექ­სპერ­ტე­ბის აზ­რით, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ არა­ფორ­მა­ლუ­რი მმარ­თვე­ლო­ბის მო­რი­გი პრე­ცე­დენ­ტი იქ­მნე­ბა ქვე­ყა­ნა­ში.

ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში, რო­მე­ლიც "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დერ­მა გა­ავ­რცე­ლა, სა­უ­ბა­რია პარ­ტი­ა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე. სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი ამ­ბობს, რომ მას ქვე­ყა­ნა­ში შე­მოს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა არ ეძ­ლე­ვა, რაც და­მაბ­რკო­ლე­ბე­ლი ფაქ­ტო­რია პარ­ტი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

გრი­გოლ ვა­შა­ძის გან­მარ­ტე­ბით, პარ­ტი­ას სჭირ­დე­ბა უფრო ეფექ­ტუ­რი მარ­თვის სის­ტე­მა და ეს პარ­ტი­ის ლი­დერ­მა იგ­რძნო:

"რა­ღა­ცე­ბი მო­მეს­მა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი პარ­ტი­ი­დან მი­დის და მსგავ­სი სი­სუ­ლე­ლე­ე­ბი! მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ამ პარ­ტი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და ლი­დე­რია და ყვე­ლა ის ცვლი­ლე­ბა, რაც ამ პარ­ტი­ის ფორ­მი­რე­ბა­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა, მისი ინი­ცი­ა­ტი­ვით ხდე­ბა, იმი­ტომ რომ იმ მძი­მე პო­ლი­ტი­კურ პე­რი­ოდ­ში, რო­მელ­შიც ჩვენ შევ­დი­ვართ, პარ­ტი­ას სჭირ­დე­ბა გა­ცი­ლე­ბით უფრო ეფექ­ტუ­რი მარ­თვის სის­ტე­მა და ეს პარ­ტი­ის ლი­დერ­მა შე­იგ­რძნო ყვე­ლა­ზე სწრა­ფად" - გა­ნა­ცხა­და გრი­გოლ ვა­შა­ძემ.

„ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა“ და სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­მი­ჯვნას არ ელო­დე­ბი­ან ექ­სპერ­ტე­ბი. ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძის აზ­რით, ქვე­ყა­ნა­ში ახლა უკვე ორი არა­ფორ­მა­ლუ­რი მმარ­თვე­ლი იქ­ნე­ბა - ივა­ნიშ­ვი­ლი და სა­ა­კაშ­ვი­ლი:

„ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ და და­ნარ­ჩე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრიც სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა. თუ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, საკ­მა­ოდ კარ­გი და მნიშ­ნე­ლო­ვა­ნი შე­დე­გი ჰქონ­დათ და ახლა, ალ­ბათ, და­ი­წყეს ფიქ­რი იმა­ზე თუ რო­გორ გა­ი­უმ­ჯო­ბე­სონ შე­დე­გი 2020 წლის­თვის.

თა­ვის­თვად ცხა­დია, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის ფაქ­ტო­რი კვლავ რჩე­ბა ხე­ლის შემ­შლე­ლად ამომ­რჩევ­ლის მო­ზიდ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამი­ტომ, რო­გორც ჩანს, სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­და­წყვი­ტა, რომ დრო­ე­ბით გვერ­დზე გად­გეს, თუკი ამას შეძ­ლებს მისი ხა­სი­ა­თი­დან და ბუ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ის, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კი­დან წავა, გუ­ლუბ­რყვი­ლო­ბაა. თუ დღემ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში გვყავ­და ერთი არა­ფორ­მა­ლუ­რი მმარ­თვე­ლი, ახლა მი­ვი­ღებთ ორს - ერთი პარ­ტი­ის, მე­ო­რე ქვეყ­ნის.

სა­ა­კაშ­ვი­ლი ამომ­რჩევ­ლებს მო­უ­წო­დებს, მხა­რი და­უ­ჭი­როს „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ და ის ამომ­რჩე­ვე­ლი, რო­მე­ლიც პარ­ტი­ას სა­ა­კაშ­ვი­ლის გამო უჭერ­და მხარს, დარ­ჩე­ბა მას­თან. მე­ო­რე ტი­პის ამომ­რჩე­ვე­ლი კი, რო­მე­ლიც ჩა­ხე­დუ­ლია პო­ლი­ტი­კა­ში არ და­ი­ჯე­რებს, რომ სა­ა­კაშ­ვილ­მა უარი თქვა პარ­ტი­ის მარ­თვა­ზე. ამომ­რჩე­ველ­თა 10-15% არ­სე­ბობს გა­ურ­კვე­ველ­თა კა­ტე­გო­რია, რომ­ლის მო­ზიდ­ვის იმე­დიც აქვს სა­ა­კაშ­ვილს იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი არ იქ­ნე­ბა წინა პლან­ზე წა­მო­წე­უ­ლი.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ისევ და ისევ შე­ეც­დე­ბა ამორ­ჩევ­ლის და­ში­ნე­ბას სა­ა­კაშ­ვი­ლის ფაქ­ტო­რით და ამ მო­ტი­ვით ეც­დე­ბა არ­ჩევ­ნებ­ში კვლავ წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვას. სა­ა­კაშ­ვი­ლი ამას სწო­რედ ამ არ­გუ­მენ­ტის გა­მოც­ლის­თვის აკე­თებს და იმი­ტომ აპი­რებს ვი­თომ გა­დად­გო­მას" - აღ­ნიშ­ნავს AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას ძა­ბი­რა­ძე.

პო­ლი­ტო­ლოგ ნიკა ჩი­ტა­ძის აზ­რით, შე­საძ­ლოა სა­ა­კაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნა­ში აპი­რებ­დეს გა­აქ­ტი­უ­რე­ბას და სწო­რედ ამი­ტო­მაც სურს პარ­ტი­ის რი­გე­ბი­დან ოფი­ცი­ა­ლუ­რად წას­ვლა.

"ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში" არ­ჩევ­ნე­ბის­თვის მზა­დე­ბა თა­ვის­თა­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობს. თუმ­ცა, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი არ იმ­ყო­ფე­ბა ქვე­ყა­ნა­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლია წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ზე, ხელ­მომ­წე­რე­ბის შეგ­რო­ვე­ბა­ზე ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი შე­იქ­მნას და სწო­რედ ამი­ტომ მი­ი­ღო ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. თუმ­ცა, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ მას გარ­კვე­უ­ლი ამ­ბი­ცი­ე­ბი გა­უჩ­ნდეს უკა­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე. თუ უკ­რა­ი­ნა­ში იუ­ლია ტი­მო­შენ­კო გა­ი­მარ­ჯვებს, ის ალ­ბათ აქ­ტი­ურ პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბას და­უბ­რუნ­დე­ბა" - გვი­თხრა ჩი­ტი­ძემ.

პო­ლი­ტო­ლოგ გია ხუ­ხაშ­ვი­ლის აზ­რით, კი პარ­ტი­ა­ში მე­ნე­ჯმენ­ტუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს და ეს არა­ნა­ირ გავ­ლე­ნას არ მო­ახ­დენს პარ­ტი­ის ელექ­ტო­რატ­ზე.

"ის არ არის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, ჩვე­ნი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით კი პარ­ტი­ის თამ­ჯდო­მა­რე არ უნდა იყოს უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ეს არის წმინ­და ტექ­ნი­კუ­რი სა­კი­თხი. ტექ­ნი­კურ-მე­ნე­ჯე­რულ ამო­ცა­ნას წყვე­ტენ პარ­ტი­ა­ში. პო­ლი­ტი­კუ­რად ამით არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა - სა­ა­კაშ­ვი­ლი რჩე­ბა პარ­ტი­ის დამ­ფუძ­ნებ­ლად და ლი­დე­რად. არა მგო­ნია თავი დაგ­ვა­ვი­წყოს და მო­წო­დე­ბე­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბა შე­ამ­ცი­როს. ასე რომ, უბ­რა­ლოდ ხდე­ბა შიდა პარ­ტი­უ­ლი სა­კი­თხე­ბის მო­წეს­რი­გე­ბა.

მი­შას და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ გა­მი­ჯვნა ვერ მოხ­დე­ბა, ეს ილუ­ზი­აა. ივა­ნიშ­ვი­ლი სახ­ლში იყო წა­სუ­ლი, მაგ­რამ მა­ინც იმა­ზე სა­უბ­რობ­დნენ, რომ ყვე­ლა­ფე­რი მისი ბრა­ლია ქვე­ყა­ნა­ში და ასე იქ­ნე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­შიც" - გა­ნუ­ცხა­და AMBEBI.GE-ს ხუ­ხაშ­ვილ­მა.

უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ყრი­ლო­ბაა და­გეგ­მი­ლი, სა­დაც სა­ვა­რა­უ­დოდ პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რედ გრი­გოლ ვა­შა­ძეს აირ­ჩე­ვენ და პო­ლიტ­საბ­ჭოს ახალ წევ­რებს და­ა­სა­ხე­ლე­ბენ.