“… ეს გამსახურდიას შემდეგ არავის გაუბედავს…”

“… ეს გამსახურდიას შემდეგ არავის გაუბედავს…”

,,იმან, რაც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე არარატ მირზოიანს უქნა, ის გამახსენა, რაც ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა, ილია დათუნაშვილმა ერევნის “არარატს” გაუკეთა. ” – გაზეთი ,,ასავალ-დასავალი” სალომე ზურავიშვილის სომხეთში ვიზტთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს.

“საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გასულ კვირას ოფიციალური ვიზიტით მეზობელ ერევანში იმყოფებოდა, სადაც მაღალი დონის შეხვედრები გამართა და სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს პირში უთხრა ის, რისი თქმაც მათთვის ზვიად გამსახურდიას შემდეგ, საქართველოს არცერთ პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს არ გაუბედავს”, – წერს გამოცემა.

სტატია სალომე ზურაბიშვილისა და სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე არარატ მირზოიანის შეხვედრას ეხება, სადაც მირზოიანმა განაცხადა, რომ “ჩვენ ძალისხმევას უნდა მოვუხმოთ, რათა მთიანი ყარაბაღის შესახებ გაკეთებული განცხადებები ნეიტრალური და დაბალანსებული იყოს”.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, თუ აღნიშნულ ციტატას ქარაგმასა და პოლიტკორექტულობის საბურველს მოვაშორებთ, მაშინ აშკარა გახდება, რომ სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტისთვის ჭკუის სწავლება მოინდომა. თუმცა აქვე იმასაც ამოვიკითხავთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა მირზოიანის არცთუ მთლად დიპლომატიური საყვედური უთავმოყვარეოდ კი არ გადაყლაპა, როგორც ამას სომხური მედია წერს, არამედ “ისე უპასუხა, როგორც თავმოყვარე სახელმწიფოს თავმოყვარე მეთაურს შეეფერება”.

“საქართველოს ტერიტორიაზე არის ორი ოკუპირებული რეგიონი და თუ ვლაპარაკობთ ქვეყნის ინტერესებზე, ჩვენთვის მთავარი და ერთადერთი ინტერესია, რომ ჩვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა იყოს აღიარებული არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ ფაქტობრივად. ამ მხრივ ძალიან სამწუხაროა, როცა მთიანი ყარაბაღიდან დელეგაციები მოდიან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და აყენებენ საკითხს, თითქოს, ეს ერთი და იგივე ეტაპის კონფლიქტებია. ეს ჩვენთვის ძალიან მიუღებელია და ვთვლით, რომ არ არის ის კეთილგანწყობა, რომელიც უნდა არსებობდეს ჩვენი ქვეყნის მიმართ.

ასევე დგას აფხაზეთში ეკლესიების საკითხი, რომლებიც მანამდე არსებობდა ან ახლახან აშენდა და გადაცემულია რუსეთის მიტროპოლიტის დაქვემდებარებაში, რაც ასევე ჩვენი სუვერენიტეტის დარღვევაა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა მირზოიანის “საყვედურის” საპასუხოდ.

როგორც ასავალ-დასვალი წერს, ძნელია გაიხსენო, ბოლოს როდის იყო, რომ საქართველოს რომელიმე ხელისუფალმა ასე პრინციპულად და გაბედულად დაიცვა ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესები ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

“სამწუხაროდ და საუბედუროდ, ჩვენი ხალხი დიდი ხანია, მიეჩვია შინ ძლიერი და გარეთ მხდალი ქართველი პოლიტიკოსების ყურება, რომლებიც უცხოეთში, ძირითადად, თავდახრილები დგანან ხოლმე, სალომე ზურაბიშვილმა კი სომხეთში ვიზიტისას გამოჩენილი სამართლიანი პრინციპულობითა და შეიძლება ითქვას, პოლიტიკური სიმამაცით, ქართული საზოგადოება სასიამოვნოდ გააოცა.

იმან, რაც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე არარატ მირზოიანს უქნა, ის გამახსენა, რაც ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა, ილია დათუნაშვილმა ერევნის “არარატს” გაუკეთა.

1966 წლის 22 სექტემბრის შემდეგ, როცა თბილისის “დინამომ” და სომხეთის “არარატი” ხუთით ნული დაამარცხა და ხუთივე გოლი მეტოქის კარში ილია დათუნაშვილმა გაიტანა, 53 წელია გასული და მთელი ამ ხნის განმავლობაში დათუნაშვილის მიღწევა არცერთ ქართველ ფეხბურთელს არ გაუმეორებია. თუმცა, რამდენიმე დღის წინ, ერევანში ჩასულმა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დათუნაშვილის საფეხბურთო მიღწევა პოლიტიკაში გაიმეორა. ასე რომ, არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით – სალომე ზურბაიშვილი, როგორც ქართული პოლიტიკის ილია დათუნაშვილი!” – ნათქვამია სტატიაში.

სოციალისტი გაქებ, დამსახურებულად გაქებ ქალბატონო პრეზიდენტო!
5 წლის უკან
სოციალისტი ეს სომხები, რომ მიილტვიან და სახლდებიან კანონგარეშე მყოფ აფხაზეთში ნუთუ არ იციან, რომ დეფაქტო ხელისუფლების მიერ გამოცემული ყველა საბუთი, მათ შორის საკადასტროც არის უკანონო და ბათილი იქნება როგორც კი საქართველოს იურისდიქცია აღდგება მთელს აფხაზეთზე?! შორს არ არის ის დრო!
5 წლის უკან