სერბეთში პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ

სერბეთში პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მეორე დღეა გრძელდება მასობრივი საპროტესტო აქციები, რომელთა მონაწილეები ქვეყნის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩს კორუფციასა და ავტორიტარიზმში ადანაშაულებენ. 16 მარტს დემონსტრანტები სახელმწიფო ტელევიზიის შენობაში შევარდნენ, ხოლო 17 მარტს პრეზიდენტი სასახლე დაბლოკეს.

დემონსტრანტები ვუჩიჩის გადადგომას ითხოვეს. ისინი ბელგრადის ცენტრში დეკემბრიდან დაწყებული ყოველ კვირას იკრიბებიან. შარშან, სერბეთში ოპოზიციური პარტიის ლიდერი ბორისლავ სტეფანოვიჩი დააკავეს, რის შემდეგაც ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო.

აქციები მიმდინარეობს ლოზუნგით „ერთი - ხუთ მილიონიდან“. პრეზიდენტმა ვუჩიჩმა განაცხადა, რომ არ შეასრულებს დემონსტრანტების მოთხოვნებს, თუნდაც ისინი 5 მილიონი გახდნენ (სერბეთის მოსახლეობა დაახლოებით 7 მილიონია).