მაიკლ ჯექსონის შვილი პერისი ჰოსპიტალიზებულია. ოჯახიდან გამოსული ინფორმაციის თანახმად, მან თავის მოკვლა სცადა. სავარაუდოდ მან ვენები გადაიჭრა. ამჟამად პერისის მდგომაეობა სტაბილურია.
თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი დოკუმენტურ ფილმ "Leaving Neverland"-ში მაიკლ ჯექსონის წიონააღმდეგ არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის ბრალდება გახდა, სადაც უეიდ რობინსონი და ჯეიმს სეიფჩაკი ცნობილი ვარსკვლავის წინააღმდეგ ჩვენებას იძლევიან.