ერთი ებრაელი დაიღუპა და ორი დაიჭრა იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელის მიერ განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად. ინფორმაციას ისრაელის რადიო ავრცელებს.
თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა. მას ამ დრომდე ეძებენ. ინციდენტი დასახლება არიელთან ახლოს მოხდა, როდესაც პალესტინელმა ებრაელს იარაღი გამოსტაცა და სროლა ატეხა.
შემდეგ თავდამსხმელმა მეორე ისრაელელს ესროლა და მისი მანქანა გაიტაცა. პარალელურად მან ავტობუსის გაჩერებაზე მდგომი ხალხის მისამართითაც გაისროლა და კიდევ ერთი ადამიანი დაჭრა.