აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა როკუელ ჰანსენმა, ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა აღიარა - ინფორმაციას აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
58 წლის ამერიკელი პენტაგონში სამუშაოდ 2006 წელს მივიდა. მას წვდომა ჰქონდა „გრიფით საიდუმლო“ დოკუმენტებზე. 2014 წელს მან ჩინეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა დაიწყო.
ჰანსენი რეგულარულად ხვდებოდა მათ ჩინეთში. მან ინფორმაციის სანაცვლოდ ჩინელებისგან რამდენიმე ათასი დოლარი მიიღო. 2018 წელს მამაკაცმა მიმართა კოლეგას, რომ გასაიდუმლოებული ინფორმაცია მიეღო აშშ-ის თავდაცვის სისტემის შესახებ. მან ჰანსენის მოქმედების შესახებ ინფორმაცია პენტაგონს მიაწოდა. რის შემდეგაც, როგორც ფედერალური ბიუროს აგენტი, ისე მოქმედებდა.
ჰანსენმა აღიარა, რომ ჩინეთს ინფორმაციას აშშ-ის საზიანოდ აწვდიდა. მას 15 წლიანი პატიმრობა ელის.