ონლაინსერვისმა Netflightsს, შეადგინა იმ აეროპორტების რეიტინგი, სადაც მგზავრების ჯანმრთელობაზე ზრუნავენ. ამისთვის იმ 25 აეროპორტის მომსახურება შეისწავლეს, სადაც სპა, დასვენების ზონები, იოგას დარბაზი, ლოცვისთვის განკუთვნილი ოთახები და სარბენი ბილიკებია განთავსებული.
კვლევის შემდეგ ექსპერტებმა ყველაზე სასარგებლოდ ფრანკფურტის საერთაშორისო აეროპორტი დაასახელეს. მეორეა ამსტერდამის აეროპორტი, რომელიც მგზავრთა გადაყვანის რაოდენობით, მსოფლიოში მეოთხეა. მესამე ადგილზეა დუბაის აეროპორტი, ხოლო მეოთხეზე სინგაპურის.
ათეულშია ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტი, ვანკუვერის, ნიუ-იორკის კენედის სახელობის აეროპორტი, ტოკიოს აეროპორტი. ასევე სან-ფრანცისკო და ტორონტო.
2018 წელს მსოფლიოს საუკეთესოდ დოჰაში ხამადის აეროპორტი დასახელდა.